თუ ვერ მივიღებ სიყვარულს, ძალაუფლება მსურს
IF I CAN'T HAVE LOVE, I WANT POWER

გამოშვების წელი: 2021
ქვეყანა: აშშ
სტუდიო: HBO MAX
ხანგრძლივობა: 53 წუთი
გახმოვანება: ინგლისურად
რეჟისორი: COLIN TILLEY
ფილმის სიუჟეტი:
საშინელებათა მიუზიკლი, სექსუალობის, ორსულობის და მშობიარობის მარადიული სოციალური ლაბირინთის შესახებ. ფილმი ამერიკელი მომღერლის, ჰოლზის მომავალი ალბომისთვის შეიქმნა და რენესანსის ეპოქის ახალგაზრდა ფეხმძიმე დედოფალის, ლილას ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მანიპულატორ და დამთრგუნველ სიყვარულს ებრძვის, სადაც საბოლოოდ აღმოაჩენს, რომ სიცოცხლის შექმნის უნარი მასში პარანორმალურ ძალას ავლენს. დედოფლის შეყვარებულის იდუმალებით მოცული სიკვდილის შემდეგ, ლილა სარკეში ხედავს არა საკუთარ ანარეკლს, არამედ შავი თვალების მქონე ქალის მისტიკურ ფიგურას.